კონტაქტი

ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ GST Legal

ვმართავთ კომპლექსურ დავებს სწრაფად და ეფექტურად

თქვენზე მორგებული გრაფიკით.

დაგვიკავშირდით

სანდოობა, ეფექტურობა და პროფესიონალიზმი ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპებია.

ჩვენი პარტნიორები

  • DNA Diagnostics

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

თქვენი ინტერესების დაცვა GST Legal-თან ერთად

ჩვენ შესახებ

GST Legal იურიდიული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სამართლის სხვადასხვა დარგში.

  1. 01

    მაღალკვალიფიციური

    გამოცდილი იურისტები, რომლებიც ყოველ საქმეს ინდივიდუალურად უდგებიან.

  2. 02

    სწრაფი

    მაქსიმალური ძალისხმევით უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის დროულად გადაჭრას, ასევე გაჭიანურებული სასამართლო და სააღსრულებო პროცესების სწრაფად და ხარისხიანად დასრულებას.

  3. 03

    ეფექტური და სანდო

    წინასწარ წარმოგიდგენთ კვალიფიციურ დასკვნას დავის პერსპექტივის შესახებ. თავიდან აგარიდებთ ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართულობას და უზრუნველვყოფთ სრულ მომსახურებას. ხელს შეგიწყობთ სამართლებრივი რისკების გათვლასა და, საბოლოოდ, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

  1. 01თქვენზე ორიენტირებული მიდგომა
  2. 02წარმატებული მუშაობის გამოცდილება
  3. 03სწრაფი და სასურველი შედეგები

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ

იურიდიული კონსულტაცია და ძირითადი სერვისები

სამართლის ზემოხსენებულ სფეროებში წარმოშობილ ნებისმიერ სამართლებრივ დავაზე GST Legal ახორციელებს შემდეგ საქმიანობას.

  1. 01

    საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაცია

  2. 02

    კლიენტის ინტერესებზე მორგებული სახელშეკრულებო ურთიერთობის უზრუნველყოფა

  3. 03

    მხარეებთან და შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა

  4. 04

    სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების წარმოება

  5. 05

    ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმომადგენლობა

  6. 06

    სააღსრულებო წარმოების პროცესში წარმომადგენლობა

ჩვენს საქმიანობაში სრულად ვიცავთ კონფიდენციალურობისა და ეთიკის სტანდარტებს.

ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ხშირად დასმული კითხვები

მოკლე პასუხები, სანამ დაგვიკავშირდებით.

დაგვირეკეთ: (+995) 599 08 78 76

01სამართლის რომელ სფეროებში მუშაობთ?

GST Legal გთავაზობთ მომსახურებას სახელშეკრულებო, საკორპორაციო, შრომის, ადმინისტრაციულ, საინვესტიციო, სამშენებლო, საბანკო, გადახდისუუნარობის, ინტელექტუალურ, კონკურენციის, აღსრულების, საოჯახო და მემკვიდრეობით, საგადასახადო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში, ასევე პრივატიზაციის საკითხებზე.

02რას აკეთებთ სამართლებრივი დავის დროს?

საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაცია, კლიენტის ინტერესებზე მორგებული სახელშეკრულებო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მხარეებთან და შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების წარმოება, წარმომადგენლობა ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების პროცესში.

03გავიგებ დავის პერსპექტივას წინასწარ?

დიახ. წინასწარ წარმოგიდგენთ კვალიფიციურ დასკვნას დავის პერსპექტივის შესახებ და ხელს შეგიწყობთ სამართლებრივი რისკების გათვლასა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

04რა ღირს კონსულტაცია?

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია საქმის სირთულესა და მოცულობაზე, კონსულტაციის ხანგრძლივობაზე, საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის აუცილებლობაზე. პირველადი კონსულტაცია დაგეხმარებათ საკითხის გაანალიზებასა და სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვაში.

05როგორ დავიწყო ადვოკატთან თანამშრომლობა?

განსაზღვრეთ, რა ტიპის იურიდიული დახმარება გჭირდებათ, დაუკავშირდით GST Legal-ის ადვოკატებს პირველადი კონსულტაციისთვის, გააფორმეთ ხელშეკრულება, რის შემდეგაც ადვოკატი აწარმოებს საჭირო სამართლებრივ მოქმედებებს.

06რომელ ენებზე მუშაობენ თქვენი ადვოკატები?

ქართულის გარდა, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

07როგორ დაგიკავშირდეთ?

ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. 6. ტელეფონი (+995) 599 08 78 76, ელ-ფოსტა g.gagua@gstlegal.ge.

დაიცავით თქვენი უფლებები დღესვე